ბრენდი ,,Coquette” ქუდებისა და ხელთათმანების უახლეს კოლექციას გვთავაზობს. მაღაზიაში თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ასაკის ქალბატონისთვის შესაფერისი აქსესუარების შეძენა. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ,,Coquette” დიზაინერმა მაიკო გაგუამ განაცხადა, მაღაზიაში არის საბავშვო და საქორწინო ხაზიც. ასევე მიიღება შეკვეთები, ნებისმიერ აქსესუარზე და საქორწინო კაბის გაფორმებაზე, კლიენტის მოთხოვნის მიხედვით. ეს ყველაფერი, როგორც მაღაზიაში ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობითაც ხორციელდება. (https://www.facebook.com/coquette.ge/?ref=bookmarks)
ბრენდი 2009 წელს დაარსეს დიზაინერებმა მაიკო გაგუამ და ციცი ბოდოკიამ. გამომდინარე იქედან, რომ მაღაზიაში არის მხოლოდ ქალის აქსესუარები, სახელიც ამის მიხედვით შეირჩა. ”Coquette” ფრანგული სიტყვაა და კეკლუც ქალს ნიშნავს.
”თავიდან გვქონდა პერსონალური გამოფენები სხვადასხვა გალერეებში. შემდეგ გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა მაღაზია . ჩვენ მიერ შექმნილი ქუდები და ხელთათმანები ძალიან აქტუალურია ყოველ წელს. მასალად ვიყენებთ ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვებს, ბისერებს, მეტალებს, ძაფებს, ქსოვილებს და ა.შ. რაც შეეხება მოდის ტენდენციებს, ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ და მაქსიმალურად მოდური აქსესუარები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს”, – განაცხადა გაგუამ.
მისივე განმარტებით, მაღაზიაში შეარჩევთ ნებისმიერი ფერის აქსესუარს. სტენდი დაყოფილია ფერების მიხედვით და ყველა ფერი თანაბრად მუშავდება. ყველაზე მოთხოვნადი აქსესუარი არის აბადოკი და საყურე, ზამთრის სეზონზე კი ქუდები. ფასები ხელმისაწვდომია ყველასთვის.
მაღაზია ვეკუას 3 ნომერში, სავაჭრო ცენტრ ,,ჯითისი“-ს პირველ სართულზე მდებარეობს და მუშაოვს ყოველდღე 12:00-დან 20:00-მდე.