LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ორიჯინი” ახალ ბიზნესებს პროდუქტის რეალიზაციაში დაეხმარება

110

საქპატენტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია ”ორიჯინი” ახალ მწარმოებლებს პროდუქტის რეალიზაციაში დაეხმარება.

ორგანიზაცია ამ დროისთვის სუპერმარკეტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მათ თავიანთ სივრცეში გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე პროდუქტებისთვის სპეციალური სტენდები განათვსონ.

”გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე პროდუქტების მწარმოებლებს უფასოდ შეეძლებათ საკუთარი პროდუქციის შეტანა. მაგ. როგორიცაა ”ახალდაბის კარტოფილი”, ”ტყიბულის ჩაი” და ა.შ. ფერმერებმა იციან კარტოფილი როგორ მოიყვანონ, მაგრამ არ აქვთ დიდი გამოცდილება როგორ გაყიდონ თანამედროვე კონკურენციის პირობებში. ჩვენ ვეხმარებით მათ ბრენდინგის სტრატეგიის დაგეგმვაშიც და შემდეგში კონკრეტული ნაბიჯებითაც, რომ ეს პროდუქცია ბაზარზე გაიტანონ. გარკვეული პერიოდით მაინც  მათი პროდუქცია სუპერმარკეტებში განთავსდება უფასოდ. როცა ხალხი მიეჩვევა და პოპულარული გახდება მერე უკვე გადავა კონკურენციის პირობებში” -აღნიშნა გოგილიძემ.

საქპატენტი ”ორიჯნითან” ერთად ამ პროექტის ამოქმედებას უკვე მარტიდან გეგმავს.

„ორიჯინი“ გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო ქსელია, მისი ქართული წარმომადგენლობა კი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – საქპატენტმა ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დააფუძნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g