რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „სარმატის“ ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.
ბალისტიკური რაკეტა, მოსკოვის დროით 15:12 საათზე, პლესეცკის სახელმწიფო საცდელი კოსმოდრომიდან გაუშვეს.
“გაშვების მიზნები სრულად იქნა მიღწეული”, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, „სარმატს“ დასავლელმა ანალიტიკოსებმა „სატანა 2“ უწოდეს და ის რუსეთის შემდეგი თაობის რაკეტებს შორისაა, რომელსაც პუტინმა “უძლეველი” უწოდა.
„გილოცავთ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის „სარმატის“ წარმატებით გაშვებას. ეს მართლაც უნიკალური იარაღი გააძლიერებს ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს, საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან და ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენ ქვეყანას დაემუქროს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.