ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ორჯერ ვაქცინირებულ პაციენტებს დაავადება ძალიან იოლად გადააქვს და არცერთი სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. მისივე თქმით, „სულ ერთია ადამიანი რომელი ვაქცინითაა აცრილი“.
„მანამ, სანამ ვაქცინაცია თავის შედეგს არ გამოიღებს“, თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს.
„ნუ ჩავიციკლებით „ფაიზერზე“. ავიცრათ ნებისმიერი ვაქცინით. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყველა ვაქცინა კარგია. როდესაც ჩვენთან ორჯერ ვაქცინირებული პაციენტები ხვდებიან, სულ ერთია იგი, რომელი ვაქცინითაა აცრილი, ყველა მათგანს ძალიან იოლად გადააქვს დაავადება. არცერთი სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ჩინური წარმოების ვაქცინებით აცრილებს უფრო ცუდი შედეგები აქვთ, ვიდრე სხვა ვაქცინებით ვაქცინირებულებს. ასე, რომ ავიცრათ ნებისმიერი ვაქცინით. მანამდე კი სანამ ვაქცინაცია თავის შედეგს არ გამოიღებს და ეს 2-3 თვის შემდეგ იქნება, მანამდე მასიურად ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა ცერცვაძემ.
