LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორჯერ ვაქცინირებულებში გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა: გაბუნია

63
თამარ გაბუნია

“ორჯერ ვაქცინირებულებში გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გაბუნიას განცხადებით, ორჯერადად ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების მაჩვენებელი 0,3 %-ია, რაც მისივე თქმით, საკმაოდ დაბალი პროცენტია:

“რაც შეეხება ინფიცირების რაოდენობას ორჯერ ვაქცინირებულებში – ჩვენი მონაცემებით, ეს არის 0,3%, რაც საკმაოდ დაბალი პროცენტია.

არც ერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფექციისგან 100%-ით არც ერთი ვაქცინა არ გვიცავს, მათ შორის, არც ფაიზერი, არც მოდერნა, არც სინოფარმი და არც სინოვაკი.

ინფიცირება შესაძლოა დადგეს, მაგრამ დადგება იშვიათ შემთხვევაში, თუმცა შემთხვევები იქნება მსუბუქი და არ დადგება ლეტალობა. ეს არის ყველაზე დიდი დაცვა.” – თქვა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g