LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორჯერადად ვაქცინირებულ ადამიანებს შეუძლიათ შეამცირონ ის შეზღუდვები, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის ქვეყანაში არის დაწესებული: ივანე ჩხაიძე

104
ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში ორჯერადად ვაქცინირებულ ადამიანებს შეუძლიათ შეამცირონ ის შეზღუდვები, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის ქვეყანაში არის დაწესებული.

მისივე განმარტებით, „დაშვებულია ადამიანების წრეში, რომლებიც არიან ვაქცინირებული ან რომლებმაც გადაიტანეს უახლოესი პერიოდის განმავლობაში „კოვიდ-19“, მოიხსნან ნიღაბი და მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ ასეთ ადამიანებს სხვადასხვა აქტივობის განხორციელებისთვის“.

„დღეისათვის საქართველოში უკვე საკმაოდ არიან ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ადამიანებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, გარკვეულად შეამცირონ ის შეზღუდვები, რაც ქვეყანაში მოქმედებს, ეს ეხება პირველ რიგში გადაადგილებას, ასევე კონტაქტებს. დაშვებულია ადამიანების წრეში, რომლებიც არიან ვაქცინირებული ან რომლებმაც გადაიტანეს უახლოესი პერიოდის განმავლობაში „კოვიდ-19“, მოიხსნან ნიღაბი და მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ ასეთ ადამიანებს სხვადასხვა აქტივობის განხორციელებისთვის. ეს წახალისების სისტემა ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.

შესაძლოა, ადამიანს ჰქონდეს უფლება მიიღოს ისეთი სერვისები, როგორიცაა მაგალითად, კინო, თეატრი, რესტორანი, მიიღოს შეუზღუდავი შესაძლებლობა ქვეყნებს შორის გადაადგილების. ეს არის ერთ-ერთი ხელშემწყობი მექანიზმი, რათა უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს იმუნიზაციის პროგრამაში. აშშ-ში უკვე გამოცხადდა ოფიციალურად, რომ ორჯერადად ვაქცინირებულებისთვის ნიღბის ტარების აუცილებლობა არ არის. საქართველოშიც იგეგმება უახლოეს პერიოდში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ წარდგენილი ინიციატივის განხილვა, რა წახალისება შეიძლება განვიხილოთ იმ ადამიანებში, რომლებმაც ორჯერ ჩაიტარეს ვაქცინაცია. შესაძლებელია, ამ ადამიანებს ჰქონდეთ უფრო მეტი ხანგრძლივობის შვებულება და ა.შ. ასე რომ, ძალიან ბევრი განსხვავებული კომპონენტია და ვფიქრობთ, რომ წახალისების სისტემის ელექტრონული, ციფრული, „მწვანე პასპორტის“ ამოქმედება ქვეყანაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – ივანე ჩხაიძის აღნიშნულ კომენატრს პირველია არხი ავრცელებს.