2016 წლის ზაფხულში, მთელი ინტერნეტი მოიარა ორლანდო ბლუმის შიშველმა ფოტოებმა. მაშინ მსახიობი თავის რჩეულთან, კეტი პერისთან ერთად საფრანგეთში ისვენებდა. როგორც მოგვიანებით მან განაცხადა, არ იცოდა თუ უღებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაშიშვლდებოდა.
ამჯერად, მსახიობი კიდევ უფრო წინ წავიდა და პირდაპირ თავისი სპექტაკლის Killer Joe მსვლელობის დროს გაშიშვლდა, სადაც დეტექტივის როლს ასრულებს. რაღაც მომენტში მსახიობმა გაიხადა მოსაცმელი, მაისური და შარვალი და სულ შიშველი დარჩა. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლს კეტი პერიც ესწრებოდა.
წარმოდგენის შემდეგ წყვილი ერთ-ერთ რესტორანში სავახშმოდ განმარტოვდა, საიდანაც ისინი მოტოციკლით წავიდნენ.