გუშინ გავრცელდა ფოტოები, სადაც კეტი პერი და ორლანდო ბლუმი ედ შირანის კონცერტიდან ერთად გაურკვეველი მიმართულებით გაეშურნენ. გაჩნდა მოსაზრება, რომ წყვილმა, რომელიც ერთმანეთს 5 თვის წინ დაშორდა, ურთიერთობა აღადგინა.
თუმცა უკვე დღეს, ორლანდო უცნობი ქერათმიანი ქალბატონის გარემოცვაში მალიბუს სანაპიროზე დააფიქსირეს. წყვილი ოკეანეში ცურვითა და მზის აბაზანებით ირთობდა თავს. თვალშისაცემი იყო გოგონას ნავარჯიშები სხეული, რაც იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა ის სპორტის რომელიმე სახეობის მიმდევარი ან უბრალოდ ვარჯიშის დიდი მოყვარულია.
ბლუმს ამ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.