მირანდა კერიმ, რომელიც Snapchat-ის დამაარსებლისგან, ევან სპიგელისგან მეორე შვილს ელოდება, ყოფილი მეუღლის, ორლანდო ბლუმის საცოლე, კეტი პერი მის ორგანიზებულ ღონისძიებაზე დაპატიჟა. საღამო ავსტრალიელი მოდელის კანის მოვლის საშუალებების ბრენდის – KORA Organics ახალი პროდუქციის პრეზენტაციას დაეთმო.
მირანდა კერი მესამე შვილს ელოდება (ფოტო)
მირანდა კერი და ევან სპიგელი მშობლები მეორედ გახდებიან.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ინგლისელი მსახიობის ექსი და მომავალი ცოლი საკმაოდ შეხმატკბილებულად გამოიყურებიან.
შეგახსენებთ, რომ ორლანდო ბლუმმა და მირანდა კერიმ ერთად 3 წელი გაატარეს. მათ ვაჟიშვილი, ფლინი ჰყავთ. ამერიკელ მომღერალზე 42 წლის ვარსკვლავი მიმდინარე წლის თებერვალს დაინიშნა.
კეტი პერი და ორლანდო ბლუმი ვალენტინობაზე დაინიშნნენ (ფოტო)
ცნობილია ბეჭდის ფასი, რომლითაც ორლანდო ბლუმმა კეტი პერი დანიშნა (ფოტო)