LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია ბეჭდის ფასი, რომლითაც ორლანდო ბლუმმა კეტი პერი დანიშნა (ფოტო)

78

გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ კეტი პერი და ორლანდო ბლუმი დაინიშნენ. ინფორმაცია ამის შესახებ 34 წლის შემსრულებლის დედამ, მერი ჰადსონმა გაავრცელა, რომელსაც მოგვიანებით ქალიშვილის დამაინტრიგებელი პოსტი მოჰყვა.

ფოტოზე, რომელიც ამერიკელმა მომღერალმა ,,ინსტაგრამზე” გააზიარა, ბრილიანტის თვლებიანი ბეჭედი ჩანს, რომლის ფასი მედიამ მალევე გაარკვია.

სამკაული, რომლითაც ინგლისელმა მსახიობმა თავის რჩეულს ხელი სთხოვა 5 მილიონი დოლარი ღირს. უნდა აღინიშნოს, რომ ვარდისფერი შიგთავსი, რომელიც ყვავილის ფორმის ბეჭედს ამშვენებს, 4-კარატიანია.

ინტერნეტმომხმარებლების ყურადღებას არ გამოჰპარვია ის ფაქტი, რომ მსგავსი ვიზუალის ბეჭდით ადრე ორლანდომ მირანდა ქერი დანიშნა. მაშინაც ბეჭედს ყვავილის ფორმა ჰქონდა და ბრილიანტის თვლებისგან იყო გაწყობილი.

შეგახსენებთ, რომ ორლანდო ბლუმი და მირანდა ქერი ერთად 3 წელი ცხოვრობდნენ. მათ საერთო ვაჟი, ფლინი ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები