კეტი პერისა და ორლანდო ბლუმის დაშორებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა წყვილის რომანი აქტუალობას არ კარგავს, რადგან ამ მომენტამდე უცნობია ურთიერთობის დასრულების რეალური მიზეზი.
დაშორებაზე პირველად კომენტარი ბლუმმა გააკეთა: „ყველა ჩემს ყოფილთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ასეა ამ შემთხვევაშიც. მაგალითად მე და მირანდას გვყავს საერთო შვილი და ვთვლი, რომ ორივე არაჩვეულებრივი მშობლები ვართ“.
მსახიობმა ქსელში გავრცელებულ თავის შიშველ ფოტოებზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ასეთ რამეს არასოდეს დაუშვებდა, რომ სცოდნოდა რა მოჰყვებოდა. მისი თქმით იმ ადგილზე ის და ქეითი 5 დღის მანძილზე მარტოები იყვნენ, ამიტომ ახლოს ვინმეს ყოფნას ვერც წარმოიდგენდა. „აქედან ვაკეთებ ერთ დასკვნას: არასოდეს უნდა იგრძნო თავი თავისუფლად და მოდუნებულად“.