საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი საბა კვირკველია მეორე შვილის მამა გახდა, – იტყობინება “ლოკომოტივის” ოფიციალური ვებგვერდი.
ბავშვს გიორგი დაარქვეს.
აღსანიშნავია, რომ თავად საბასაც ამ დღეს (6 თებერვალს) აქვს დაბადების დღე.
“ძალიან ბედნიერი ვარ. ეს უდიდესი მოვლენაა ჩემთვის. მეუღლემ შესანიშნავი საჩუქარი გამიკეთა დაბადების დღისთვის – მეორედ გავხდი მამა”, – განაცხადა კვირკველიამ.
ქართველ ფეხბურთელს ვარჯიშზე ტრადიციის თანახმად მიულოცეს – თანაგუნდელებმა „გვირაბი“ გააკეთეს, რომელიც ახალგამომცხვარმა მამამ გაიარა.
ჩვენი ქართველის ორმაგი დღეობა! – წერს რუსული კლუბის საიტი.