LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოროსანი იურისტი ხარ, წერა არ იცი, კითხვა არ იცი, პარლამენტი ნამდვილად არ არის ის ადგილი, სადაც უნდა ბრძანდებოდე: ღუდუშაური სამუშიას

72
ალუდა ღუდუშაური

“სახეს ნუ კარგავთ! ნამდვილად არ იცით, სად ხართ. შოუმენი ხართ! ერთი არგუმენტიც ვერ მოიყვანეთ, ნულპროცენტიანო. ოროსანი იურისტი ხარ, წერა არ იცი, კითხვა არ იცი, მოსმენაც არ იცი?” – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმ “ლელოს” წევრს ლევან სამუშიას მიმართა და უთხრა, რომ პარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც უნდა იმყოფებოდეს.

ღუდუშაურმა სამუშიას ასე მას შემდეგ მიმართა, რაც “ლელოს” წევრმა თქვა, რომ “ქართულმა ოცნებამ” 20 ივნისს სისხლიანი ღამის მოწყობის შემდეგ საკუთარი თავის ამნისტიის გადაწყვეტილება მიიღო:

„თქვენ თავს ვერ იკავებთ. როგორც ჩანს, მისამართი შეგეშალათ, სხვა გალაქტიკაში რომ ხართ, ეს ფაქტია. თუ თქვენ არ იცით პარლამენტში მოქცევა როგორ უნდა, აქედან გამომდინარე ვატყობ, რომ ნამდვილად არ არის ის ადგილი, სადაც უნდა ბრძადებოდე, სახეს ნუ კარგავთ. ნამდვილად არ იცით, სად ხართ. შოუმენი ხართ, ერთი არგუმენტიც ვერ მოიყვანეთ, ნულპროცენტიანო. გაჩერდი. ოროსანი იურისტი ხარ, წერა არ იცი, კითხვა არ იცი, მოსმენაც არ იცი” – თქვა ღუდუშაურმა.

თავად სამუშიამ კი განაცხადა, რომ არის იქ, სადაც საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში:

“მიმაჩნია, რომ ჩემი მოვალეობაა აქ ვიყო. თქვენ თუ კომიტეტის თავმჯდომარის ადგილზე გადმოგიყვანეს, შეგცვალეს და უფრო მკაცრის დაჭერას აპირებთ არ ვიცი. ასეთი საუბარი ჩემთან არ გასვლია არავის. ვკეკლუცობ კია რა წესიერად მესაუბრეთ. ჩემთან ეს საუბარი არ გაგივათ. სისხლიან ღამე მოაწყვეთ, გამოდიხართ და საკუთარი თავის ამნისტირებას ცდილობთ. ჩემს კვალიფიკაციას რომ ეხები, ამ შემთხვევაში არგუმენტი არ გაქვს მეტი.” – თქვა სამუშიამ.

 

შეგახსენებთ, დღეს კომიტეტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცერებულ ამნისტიის პროექტს მხარი დაუჭირა. ოპოზიციის მიერ ინიცირებული პროექტი კი კენჭისყრაზე ჩავარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g