მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ლევან წულაძე ახლახან ბაბუა გახდა. მის ქალიშვილს, თინათინს ვაჟი შეეძინა. ლევანი მეუღლესთან, მანანა კოზაკოვასთან ერთდ აქტიურად არის ჩართული შვილიშვილის მოვლაში. თავიდან ლევანს მასთან მიკარების და ხელში აყვანის ცოტა ეშინოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს შიში მარტივად გადალახა.
თინათინ წულაძემ ახლახან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აწყნარებს ბაბუა შვილიშვილს: „ორსაათიანი ტირილის შემდეგ ოსტატმა დააწყნარა“, წერს თინათინი.