LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსულებისთვის წითელაზე აცრა არ შეიძლება – ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

“ორსულებისთვის წითელას აცრის გაკეთება არ შეიძლება,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც წესი, ვაქცინაციის შემდეგ, ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს 10-დან 14 დღის განმავლობაში.

„ეს გახლავთ ცოცხალი ვაქცინა. არ შეიძლება მისი გაკეთება ორსულობის პერიოდში. თუ ადამიანი გეგმავს ორსულობას, თუ აცრილი არ არის, აუცილებელია, ორსულობამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე მაინც გაიკეთოს წითელას საწინააღმდეგო აცრა. გრიპზე პირიქით ვამბობთ ხოლმე, რომ ორსულები არის რისკ-ჯგუფი და მათ გრიპის საწინააღმდეგო აცრა უნდა გაიკეთონ ორსულობის პერიოდში,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g