LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული ბლეიკ ლაივლი სტილისა და გემოვნების ეტალონად იქცა (ფოტო)

265

ფეხმძიმე ბლეიკ ლაივლის გამოჩენას დიდი ინტერესით ელიან პაპარაცები. მედიაში მას უკვე უწოდეს ორსულთა მოდის ახალი ფუძემდებელი, რადგან ყოველი მისი გამოჩენა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სტილისა და გემოვნების ნამდვილი დღესასწაულია.

რაიან რეინოლდსის მეუღლის ახალი ფოტოები ნიუ-იორკშია გადაღებული, სადაც ორსული ლაივლი ულამაზესი ვარდისფერი კაბით გამოჩნდა. უკვე გაირკვა, რომ კაბა დიზიანერ Jonathan Simkhai-ს საზაფხულო კოლექციიდანაა და მისი ღირებულება 682 ფუნტი სტერლინგია. კაბას ულამაზესი მაქმანები და გამჭვირვალე ფაქტურის დეტალები ამშვენებს. ბევრად უფტო ძვირადღირებულია ჩანთა, რომელიც ბლეიკ ლაივლის სეირნობისას ეჭირა. ეს ულამაზესი ორნამენტებით გაფორმებული ყავისფერი ჩანთა Christian Louboutin-ის კოლექციიდან 1769 ფუნტი სტერლინგი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები