ოსკაროსანი მსახიობი, ენი ჰეთეუიე მალე დედა გახდება. ის ორსულობის ბოლო თვეშია და მაინც არ წყვეტს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულს. ამჯერად ის ნიუ-ორკში Barneys-ის მაღაზიაში გადაიღეს, სადაც ის მეუღლესთან, ადამ შულმანთან ერთად სანდლების შესაძენად შევიდა.
ენი ჰეთეუეი საგრძნობლადაა მომატებული წონაში. ამის დასტურია ახალი ფოტოებიც, სადაც მსახიობს მაქსიმალური ზომის კაბა და ღია სანდლები აცვია.