LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული კეტრინ შვარცენეგერი და კრის პრატი ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობენ

351
safe-image (2)

გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ არნოლდ შვარცენეგერის ქალიშვილი, მწერალი კეტრინ შვარცენეგერი და „გალაქტიკის მცველების“ ვარსკვლავი, კრის პრატი პირველ შვილს ელოდებიან. წყვილი ერთად 2018 წლიდანაა, ხოლო 2019 წელს ისინი დაქორწინდნენ.

რამდენიმე დღის წინ, პაპარაცებმა ორსული კეტრინი და კრისი ლოს-ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს. კეტრინს შავი ლეგენსები, შავი კეპი, თეთრი მაისური და „ნაიკის“ ბოტასები ეცვა. როგორც ჩანს, უქმეები წყვილმა კრისის ვაჟთან, 7 წლის ჯეკთან ერთად გაატარა.

შეგახსენებთ, პრატს პირველი ქორწინებიდან, მსახიობ ანა ფერისისგან ვაჟი ჰყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები