პრინცი ჰარი და მეგან მარკლი Endeavour Fund Awards-ის სტუმრები გახდნენ. მეუღლეები ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ დრეიპერს-ჰოლის შესასვლელთან მოწყობილ წითელ ხალიჩაზე. ამჯერად მეგანმა არჩევანი საყვარელი ბრენდის „ჟივენშის“ თეთრ პერანგზე გააკეთა, რომელიც გრძელ შავ ქვედაბოლოსთან ჰქონდა შეხამებული. სასექსის ჰერცოგინია ორსულობის მეშვიდე თვეშია და ამის მიუხედავად, წონაში მატება არ ეტყობა.
Endeavour Fund Awards საქველმოქმედო ღონისძიებაა, სადაც ბრიტაენელ ჯარისკაცებს სპორტული მიღწევებისთვის აჯილდოვებენ.