ვენეციის რიგით 73-ე კინოფესტივალის ფარგლებში პაბლო ლარიანის მინი-სერიალის „ჯეკის“ პრემიერა შედგა. სერიალში მთავარ როლს ოსკაროსანი ნატალი პორტმანი ასრულებს და სწორედ ის გახდა წითელი ხალიჩის მთავარი გმირი. მსახიობი, რომელიც მეორე ბავშვს ელოდება, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა Valentino-ს ულამაზეს საღამოს კაბაში. პორტმანმა პრემიერამდე ფოტოები გულშემატკივრებთანაც გადაიღო.
სერიალი „ჯეკი“ ლეგენდარული ჟაკლინ კენედის ცხოვრებაზე გვიყვება. სწორედ ამერიკის ყოფილი პირველი ლედის როლი ხვდა წილად ნატალი პორტმანს.