როგორც ცნობილია, მომღერალი პინკი მეორე ბავშვზე არის ორსულად. ფეხმძიმობის ბედნიერ მომენტებს 37 წლის მუსიკოსი ხშირად აზიარებს სოციალურ ქსელში. ცოტა ხნის წინ, მან ნახევრად შიშველი ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც მკერდი ხელებით აქვს დაფარული, მისი 5 წლის ქალიშვილი კი დედის მუცელს ეფერება.
„ბუდეში“, – ასე დაასათაურა პინკმა ფოტო, რომელსაც თაყვანისმცემლების დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ მომღერალმა ორსულობის შესახებ ერთი თვის წინ გაამხილა, მას შემდეგ ის ხშირად აზიარებს ფოტოებსა და ვიდეოებს ფეხმძიმობის განვითარების შესახებ. ბოლო დროს პრესაში ბევრჯერ დაიწერა მისი და მეუღლის, კევინ ჰარტის შესაძლო დაშორების შესახებ, რაზეც მომღერალმა იუმორით უპასუხა, რომ ერთი სული აქვს, როდის გაათავისუფლებს კარადებს მისი ნივთებისგან.