LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსულმა ბრიჯიტ ჯონსმა საგრძნობლად დაიკლო წონაში

154

რენე ზელვეგერი და პატრიკ დემპსი ავსტრალიაში ფილმის ”ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი” პრემიერაზე ჩაფრინდნენ. დაბნეულ და მომხიბვლელ ბრიჯიტ ჯონსზე გადაღებულ მესამე კომედიაში, მთავარი პერსონაჟი მაყურებლის წინაშე განსხვავებულ ამპლუაში წარსდგება.

სიდნეიში მოწყობილ პრესკონფერენციაზე, ფილმის რეჟისორმა შერონ მაგუაიერმა აღნიშნა, რომ ზელვეგერი მზად იყო საკუთარი პერსონაჟის ხათრით 15 კგ. მოემატებინა წონაში, თუმცა მსგავსი ”გმირობის” ჩადენა საჭირო არ გახდა. ”მართალია, ბრიჯიტი გახდა და როგორც იქნა მიაღწია სასურველ ფორმას, თუმცა მის ცხოვრებას ამით არაფერი ეშველა”, – დაამატა თავად რენე ზელვეგერმა.

”ოქროს გლობუსის” სამგზის მფლობელი რენე ზელვეგერი თითქმის 10 წელი ელოდა პოპულარული კომედიის გაგრძელებას და ბოლო წლებში არც სხვა პროექტებში გამოჩენილა, ამიტომ მაგუაირის შეთავაზება მისთვის განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა. ”ძალიან მიყვარს ჩემი პერსონაჟი. ის ყველას აჩვენებს, თუ რას ნიშნავს იყო ქალი. ამ ეტაპზე კი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბრიჯიტ ჯონსის ისტორიის მოყოლა”, – აღნიშნა 47 წლის მსახიობმა.

ფილმის ”ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი” გადაღებები 2015 წლის ივლისში დაიწყო. სიუჟეტის მიხედვით ახალ კომედიაში მთავარი პერსონჟი ბავშვს ელოდება, თუმცა წარმოდგენა არ აქვს, ვინაა მისი მამა – ახალი ნაცნობი (პატრიკ დემპსი) თუ ძველი თაყვანისმცემელი (კოლინ ფერტი)?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები