LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი აშენდება

51

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი აშენდება. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით ორთაჭალის სამთავრობო ქალაქში სამინისტროებს გადაიტანენ და ერთ სივრცეში განათავსებენ.

„სამათავრობო ქალაქის პროექტი, ერთის მხრივ, წაახალისებს სამშენებლო სექტორს, რადგან დაგეგმილია ძალიან დიდი მოცულობითი სივრცის აშენება, მეორეს მხრივ კი ქალაქის ცენტრში ძალიან ბევრი საოფისე და სასტუმროებისთვის საჭირო სივრცე გამოთავისუფლდება“ – განმარტა პრემიერ-,მინისტრმა.

მთავრობის ხელმძღვანელის ინფორმაციით ორთაჭალის სამთავრობო ქალაქში თავს მოიყრის „პრაქტიკულად ყველა სამინისტრო ერთეული სამინისტროების გარდა“ , რაც, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის მომსახურების გამარტივება სუზრუნველყოფს.

მმართველობითი რეფორმის ფარგლებში ორთაჭალაში უკვე დაწყებულია მომსახურების ერთიანი სივრცის მშენებლობა, რომელსაც ბიზნესსახლი ეწოდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g