LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დღეს დროებით შეიცვლება

86

ევროპის დღეებთან დაკავშირებით რიყის პარკში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიების გამო, 5 მაისის 10:00 საათიდან დღის ბოლომდე ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.

თბილისის მერიის ცნობით, ტრანსპორტი მეტეხის ხიდზე გადასვლის ნაცვლად მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობს, აუხვევს მშრალ ხიდზე და ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით მოხვდება ჯერ ბარათაშვილის ხიდზე, ხოლო შემდეგ – ბარათაშვილის ქუჩაზე.

ევროპის დღეები რიყის პარკში დღეს საზეიმო ღონისძიებით გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g