LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, 5 მაისს, საქართველოში ევროპის დღე აღინიშნება

489
ევროკავშირის დღეები 2018 ევროკავშირის და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა. ჰიმნები თბილისის 21-ე სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს. ამ წუთებში გახსნის ცერემონიის სცენა იანოშ ჰერმანს მასპინძლობს.
ადგილზე იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი.
დღეს, 5 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროპის დღეს აღნიშნავს. ღონისძიებებს, რომლებიც დღევანდელი დღის ფარგლებში ჩატარდება, რიყის პარკი და ევროპის მოედანი მასპინძლობს.
 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები