1 აგვისტოდან ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აღარ უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ ხოფერია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სამინისტროს მისი კოლეგა – ნანა გადელია უხელმძღვანელებს.
ეკა ხოფერია: „სოხუმი, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი... ვეცდები ძლიერ, მაქსიმუმი გავაკეთო ჩემი საყვარელი ხალხისთვის...“
ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად ახლახან დაინიშნა
„1 აგვისტოდან ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება. ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს – არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.
ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ვფიქრობ , ორწელიწად-ნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით , ახალი ენერგიით“. – წერს ეკა ხოფერია Facebook-ზე.
ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრობას დათანხმდა: „სითის“ კი და უხელმძღვანელებს