LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორწელიწად-ნახევარში გუნდთან ერთად ბევრის გაკეთება შევძელით“ – ეკა ხოფერიამ აფხაზეთის განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

551
ეკა ხოფერია

1 აგვისტოდან ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აღარ უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ ხოფერია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სამინისტროს მისი კოლეგა – ნანა გადელია უხელმძღვანელებს.

„1 აგვისტოდან ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება. ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს – არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ვფიქრობ , ორწელიწად-ნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით , ახალი ენერგიით“. – წერს ეკა ხოფერია Facebook-ზე.

ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრობას დათანხმდა: „სითის“ კი და უხელმძღვანელებს

 

პოპულალურები