მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის მემკვიდრის გარდაცვალება მოექცა. Nbcnews წერს, რომ აშშ-ს დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციით თანახმად, ჰამზა ბინ ლადენი ცოცხალი აღარ არის. მედიის ცნობით, 30 წლის “ტერორის პრინცის” პოვნაზე 1 მილიონი დოლარი იყო დაწესებული.
მედიის ცნობით, არ ვრცელდება ინფორმაცია, მის სიკვდილში რაიმე როლი ითამაშა თუ არა ამერიკამ. დღეს დონალდ ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ამ თემაზე, რაზეც ტრამპა უპასუხა: “ამაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა”.
ოსამა ბინ ლადენი სპეცრაზმმა პაკისტანში 2011 წელს მოკლა.