LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოსკარ დე ლა რენტა“, „ვერა ვანგი“ და სხვა ბრენდები – ჯილ ბაიდენის აკადემიური სტილი

200
jilbaiden2921

დღეს მსოფლიოს ყურადღება ამერიკის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და პირველი ლედის, ჯილ ბაიდენისკენაა მიმართული. მსოფლიო მოდის ექპერტებმა უკვე გააკეთეს შეფასებები, როგორი იქნება ახალი პირველი ლედის სტილი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ჯილ ბაიდენის აკადემიური სტილი მკვეთრად განსხვავებული იქნება მელანია ტრამპის გლამურული ლუქებისგან. ამის თქმის საშუალებას ბაიდენის ძველი გამოსვლები გვაძლევს, რომლებმაც ჯილ ბაიდენის შესახებ ერთგვარი წარმოდგენა შექმნა.

ფაქტია, რომ ჯილ ბაიდენს არ ეშინია ღია, ხასხასა ფერების. ეს შესაძლოა იყოს „დოლჩე და გაბანას“ პერანგი, ღია ფერის შარვალი, ჯინსები და კედები. ქერათმიანი ლამაზმანი ყველა ანსამბლში შეუდარებელია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მასზე თითქმის ვერ ვნახავთ „გუჩის“ კაბებსა და „კრისტიან ლაბუტინის“ ფეხსაცმელს, ის მეტწილად აქცენტს ამერიკელ დიზაინერებზე გააკეთებს და უპირატესობას საშულო კლასის ბრენდებს მიანიჭებს. ჯილს ძალიან უყვარს ყვავილებიანი პრინტის კაბები. მაგალითად ჯო ბაიდენის გამარჯვების დღეს მას „ოსკარ დე ლა რენტას“ ულამაზესი ყვავილებიანი კაბა ეცვა. რაც შეეხება ოფიციალურ წვეულებებს, ის კლასიკურ, სადა სტილს ანიჭებს უპირატესობას. მაგალითად 2013 წელს ჯილ ბაიდენს ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე „ვერა ვანგის“ თეთრი კაბა ევა. სხვათა შორის, მოდი ექსპერტები თვლიან, რომ ჯილ ბაიდენის სტილი ძალიან ჰგავს საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის სტილს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g