„ოსკარების“ ცერემონიალის გარშემო აგორებული სკანდალი გრძელდება. ცნობილი ხდება, რომ 24 თებერვალს, ლოს-ანჯელესში დაგეგმილი ცერემონიალი, პირველად 30 წლის მანძილზე, წამყვანის გარეშე გაიმართება. ჯერ კიდევ დეკემბრში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ოსკარს“ 39 წლის მსახიობი, კევინ ჰარტი წაიყვანდა. სოციალურ ქსელში მისი ჰომოფობიური სტატუსების შემდეგ კი, აკადემიამ მის წამყვანზე უარი თქვა.
დღეს ცნობილი ხდება, რომ წამყვანის გამოსვლის მომენტებს მუსიკალური ნომრებითა და ვიდეორგოლებით შეავსებენ. ნომინაციებში გამარჯვებულებს კი თავად მსახიობები დაასახელებენ.
ბოლოს წამყვანის გარეშე „ოსკარის“ ცერემონიალი 30 წლის წინ, 1989 წელს გაიმართა.