ჰოლივუდში წლის მთავარი კინომოვლენისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შევიდა. 10 მარტს, ლოს-ანჯელესში, ,,ოსკარები” გაიმართება.
საღამოს, ტრადიციულად, ,,დოლბის თეატრი’‘ უმასპინძლებს, 96-ე დაჯილდოების ცერემონიის წამყვანი კი, ჯიმი კიმელი იქნება. კომიკოსს ამ ამპლუით შოუზე, მეოთხედ ვიხილავთ.
გაირკვა, რომ ნომინაციაში – ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერა” წარდგენილ კომპოზიციებს, თავად მათი ავტორ-შემსრულებლებისგან მოვისმენთ.
Scott George and the Osage Singers პუბლიკას ,,ყვავილოვანი მთვარის მკვლელებიდან”, Wahzhazhe (A Song For My People)-ს შესთავაზებს.
აუდიტორიის წინაშე ფილმის, Flamin’ Hot საუნდტრეკით – The Fire Inside, ბეკი ჯი წარდგება.
ჯონ ბატისტი ,,ამერიკული სიმფონიის” მუსიკალურ თემას – It Never Went Away იმღერებს.
,,ბარბისთვის” შექმნილ ნაწარმოებს – What Was I Made For? და-ძმა ო’კონელები ააჟღერებენ. 7 იანვარს, ბილი აილიშმა და ფინეასმა, ამ ჩანაწერით ამავე ნომინაციაში ჯილდო ,,ოქროს გლობუსზე'” მიიღეს.
გრეტა გერვიგის ბლოკბასტერიდან, ღონისძიებაზე კიდევ ერთი ნამუშევრის პერფორმანსი შედგება. მარკ რონსონი და რაიან გოსლინგი კოლაბით – I’m Just Ken მოგვნუსხავენ.