„ოსკარის“ მფლობელი მუსიკოსი და ბრიტანეთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი ადელი ოსკარების ცერემონიას არ დაესწრება. სწორედ ადელს უნდა გამოევლინა გამარჯვებული წლის საუნდტრეკის ნომინაციაში. წელს ნომინანტთა შორის ლედი გაგა და სემ სმიტიც არიან. ადელი ამ ფორმით უერთდება მსახიობების ბოიკოტს, რომლებიც კინოაკადემიის წევრებს რასიზმში ადანაშაულებენ.
შეგახსენებთ, რომ ოსკარის ბოიკოტირების იდეა ჯადა პინკეტ-სმიტს ეკუთვნის, რომელმაც გააპროტესტა კინოაკადემიის გადაწყვეტილება. წელს არც ერთი ფერადკანიანი მსახიობი წარდგენილი არაა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მსახიობებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.