ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს მოსაპოვებლად წელს საქართველოდან ლევან კოღუაშვილის “მეოთხე ბრაიტონი” იბრძოლებს.
ფილმი ოსკარის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის იბრძოლებს.
ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს:
“ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი ცნობილია!
ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს სახელით იბრძოლებს ლევან კოღუაშვილის ფილმი “მეოთხე ბრაიტონი”.
ვულოცავთ ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს.” – წერია GNFC-ს მიერ გავრცელებულ იმფორმაციაში.