LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ ფარცხალაძის საგამოძიებო უწყებაში მისვლის საფუძველი არ არსებობს – გაგი მოსიაშვილი

370

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ოთარი მივიდეს საგამოძიებო უწყებაში. ადვოკატის თქმით, მას შემდეგ, რაც ლევან ყიფიანმა გამოძიებას ჩვენება მისცა, „ომეგას“ საქმეში ოთარ ფარცხალაძის რამე მონაწილეობა გამოირიცხა.

„თუ ჩვენ გვაინტერესებს სამართლებრივი პოზიცია, გახლავთ ის, რომ მას შემდეგ, რაც ლევან ყიფიანის მხრიდან გარკვეული სახის ინფორმაცია იქნა მიწოდებული, რითაც რეალურად, გამოირიცხა ოთარის მონაწილეობა, თუნდაც, ამ თემასთან დაკავშირებით აქ საგამოძიებო უწყებას უფლებაც არ აქვს, რომ რამე პროცესი, საგამოძიებო მოქმედება ჩაატაროს. რაც შეეხება იმას, მონაწილე პირები რას საუბრობენ და ვინ რა განზრახვით, ეს ცალკე განხილვის საგანია. ისევ გრძელდება ოთარის დისკრედიტაცია. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, უნდა მივიდეს თუ არა საგამოძიებო უწყებაში ოთარი, კითხვაზე პასუხი არის, რომ საფუძველიც კი არ არის, რომ ოთარი მივიდეს საგამოძიებო უწყებაში“, – განაცხადა მოსიაშვილმა.

ბოლო დროს „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით არაერთი ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახელიც ფიგურირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g