საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ოთარ კახიძე გამოკითხვაზეა დაბარებული. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საუბარია „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მის იარაღით მისვლასთან დაკავშირებულ საქმეზე.
კახიძე ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ძველი თბილისის სამმართველომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლისა და 239 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე. დეპუტატის გამოკითხვის შემდეგ, შედგება ოქმი, რომელიც სასამართლოში გადაიგზავნება. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ სასამართლო მიიღებს.