LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ შამუგია აშშ-ის ელჩს შეხვდა

126
ოთო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის, ასევე, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის, ბაზრების დივერსიფიკაციის და სასურსათო უსაფრთხოების, გარემოს დაცვის საკითხებზე ისაუბრეს.

ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ელჩს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების და გარემოს დაცვის მიმართულებით ახორციელებს.

რობინ დანიგანმა კი, თავის მხრივ, წარმატება უსურვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და მზაობა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს სამინისტროს ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით განსახორციელებელ სამუშაოებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g