LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ შამუგია ბრიუსელში ვირგინიუს სინკევიჩიუსს შეხვდა

119
00

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვის, ოკეანეებისა და თევზჭერის საკითხებში ევროკომისარს ვირგინიუს სინკევიჩიუსს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებაზე. აღინიშნა, რომ გასულ წელს გამოქვეყნებულ ევროკომისიის ანალიტიკურ დასკვნაში ასახულ პრიორიტეტულ სფეროებში საქართველოს ხელშესახები პროგრესი ჰქონდა, რაც სათანადოდ შეფასდა ევროკავშირის მხრიდან.

ოთარ შამუგიამ ევროკომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ. ვირგინიუს სინკევიჩიუსმა კი, თავის მხრივ, მზადყოფნა გამოხატა სამომავლო სექტორული რეფორმების პროცესის მხარდასაჭერად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები