LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ შამუგია – ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნვაა

155
ოთოო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგების მოკლე მიმოხილვა და სამომავლო ხედვები წარადგინა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, 2024 წელს სოფლის განვითარების სააგენტო, სულ მცირე, თხუთმეტ სხვადასხვა პროგრამას განახორციელებს, რომლებიც მოიცავს ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლის დაფინანსებას. აღნიშნული პროგრამებისთვის 2024 წლის ბიუჯეტით 330 მლნ ლარია გამოყოფილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები