LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ შამუგია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა

139
ოთო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, აღნიშნული უწყებების კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონებში არსებული გამოწვევები, საჭიროებები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„მნიშვნელოვანია, რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებისგან მოვისმინოთ ადგილებზე არსებული ვითარების, მიმდინარე საქმიანობის და არსებული გამოწვევების  შესახებ, რათა დროული და ეფექტიანი რეაგირება ვიქონიოთ. მიუხედავად განხორციელებული ცვლილებებისა და პროგრესისა, სამუშაო ბევრი გვაქვს. შესაძლებლობის ფარგლებში, რეგიონულ სამსახურებს სრული მხარდაჭერა აქვთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კონტროლის თანამედროვე მექანიზმების მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებისა და ფუნქციების გაზრდის ფონზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდა, რასაც მოწმობს სტატისტიკა – 2023 წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის 12 700-ზე მეტი ფაქტი, ხოლო ეროვნული სატყეო სააგენტოს სამსახურებმა, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1000-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის კახა ცერცვაძის განცხადებით, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა 2024 წელსაც სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ აღნიშნა, გარემოსდაცვითი მიმართულებით მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობის და  სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, დეპარტამენტში მიმდინარე წელსაც იგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის, სამართალდარღვევათა შემაკავებელი სანქციების დაწესება, რაც დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ბრაკონიერობის, წიაღის უკანონო მოპოვებისა და შავი ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს დაარეგულირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები