LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ ზურაბიშვილი – საინტერესო სცენარი იდგმება, რეჟისორი არის ირაკლი კობახიძე, „ფარდის უკან“ კი ბიძინა ივანიშვილი

482
ფორტუნა - 2023-10-04T220615.039

დღეს საინტერესო სცენარი იდგმება ორ ეკრანზე, ამის რეჟისორი არის ირაკლი კობახიძე , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „პლიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვას და იმპიჩმენტთან დაკავშირებულ პროცესებს გამოეხმაურა.

„არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი“ – სიტყვიერი დაპირისპირება ირაკლი კობახიძესა და თამარ ჩუგოშვილს შორის 

როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, „ფარდის უკან“ ბიძინა ივანიშვილი დგას.

„ინგლისელები ამბობენ: Behind the curtain – „ფარდის უკან“ , თქვენც კარგად იცით და მეც კარგად ვიცი, ვინ დგას“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა და წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილი? – ზურაბიშვილმა უპასუხა: „ალბათ, ბიძინა ივანიშვილი“.

ოთარ ზურაბიშვილის განცხადებით, სცენარი დღეს „ორ ეკრანზე“ არის მიმართული და განმარტა, რას გულისხმობს აღნიშნულში.

„ეს სცენარი არის ორ ეკრანზე: ერთი შიდა ეკრანი, რომ მოსახლეობის ყურადღება მიიპყროს და თქვას, რომ საქართველოში არაფერი არ ხდება. არ არის გარდამტეხი და სერიოზული თარიღები. არაფერი არ ხდება და მთავარი საკითხი არის პრეზიდენტის იმპიჩმენტი. აქეთ იყურეთ და სხვაგან არ გაიხედოთ: ჩვენ რას ვამზადებთ ან არ ვამზადებთ, ჩვენ მივიჩოჩებთ რუსეთისკენ თუ არ მივიჩოჩებთ. ეს არის პირველი ეკრანი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ისაუბრა საქართველოს იმიჯზე საერთაშორისო კონტექსტშიც და აღნიშნა, რომ საერთაშორისო კუთხით ქვეყნის იმიჯი ძალიან დაზიანებულია.

„მეორე ეკრანია, საერთაშორისო ეკრანი, სადაც საქართველოს იმიჯი ძალიან დაზიანებულია. როცა ევროპის მთავრობებში გადაწყვეტილებაა მისაღები კანდიდატის სტატუსზე, ხელისუფლება აჩვენებს, რომ ვინც არის ევროპის მთავარი მომხრე, რომელმაც ძალიან კარგად და ნათლად აჩვენა, რა ნაბიჯები გადადგა ევროპისკენ, რომელიც ნამდვილი დიპლომატია და რომელსაც მარტო განათლება კი არა კონტაქტები აქვს, მომზადებულია, არის შეზღუდული და აბრალებენ იმას, რაც მისი მთავარი მოვალეობაა“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

„როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად“ – ირაკლი კობახიძე

კობახიძე: „2019 წელს ერთ-ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელმა ერთობლივი საჯარისო შენაერთის შექმნა შემომთავაზა, ტაქტიკურად არასწორი პასუხი რომ გამეცა, შეიძლება, ქვეყანა უმძიმეს პრობლემებში გამეხვია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g