LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად“ – ირაკლი კობახიძე

197
Untitled design (5)

„როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, მათ შორის ჩვენი გადმოსახედიდან ეს ნიშნავს იმას, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,  ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა განახლდა.

„რაც შეეხება მიზანს, იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

თქვენ ალბათ გახსოვთ, ჩვენ 2022 წელს გავაკეთეთ პოლიტიკური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, მან 2022 წლის თუ არ ვცდები, აპრილში მიმართა საქართველოს მთავრობას, მოთხოვნით, რომ მიეღო თანხმობა ვიზიტებზე, მთავრობისგან მას ეთქვა უარი და პრეზიდენტმა მაინც განახორციელა შესაბამისი ვიზიტები.

მაშინ არ მიგვიღია პოლიტიკური გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც ეტაპზე ეს პრაქტიკა მან შეცვალა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ის აღარ არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, გადიოდა შესაბამის კონსულტაციებს და მოგვიანებით მას თანხმობაც მიეცა გარკვეულ ვიზიტებზე.

პოლიტიკური გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც უკვე სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ.

იმპიჩმენტის აღძვრის მიზანი, თუნდაც არ გვქონდეს შესაბამისი რესურსი, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ 100 ხმის მოლოდინი არ გვაქვს.

გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას“, – აღნიშნა კობახიძემ

საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობდა, გუშინ დაიწყო და 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

პროცესს პრეზიდენტი ზურაბიშვილი არც დღეს დაესწრება.

„პროცესზე პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორც დღეს არიან მისი წარმომადგენლები, ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, აბსურდის მტკიცება უწევთ“ – კობახიძე

„სალომე ზურაბიშვილს ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც ივანიშვილის გეგმებს ეწინააღმდეგება“ – მიხეილ სააკაშვილი

„თქვენ, ირაკლი კობახიძე ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს, მე ვარ საკონსტიტუციო კომისიის მდივანი,  კონსტიტუციის თანაინიციატორი და მხარდამჭერი“ – თამარ ჩუგოშვილი 

სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.

„გამაცნეს კოპალეიშვილის პოზიცია, აბსოლუტურად უსუსური მსჯელობაა.. სერიოზულად ვერც განვიხილავ ამ ე.წ არგუმენტებს“ – ირაკლი კობახიძე  

დღევანდელ სხდომას გუშინდელის მსგავსად ესწრებიან საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები – პარლამენტის 4 დეპუტატი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.

სასამართლოს მსჯელობის საგანია დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.

magti 5g