LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამაცნეს კოპალეიშვილის პოზიცია, აბსოლუტურად უსუსური მსჯელობაა.. სერიოზულად ვერც განვიხილავ ამ ე.წ არგუმენტებს“ – ირაკლი კობახიძე  

147
Untitled design (11)

„მე გამაცნეს მასალები, რომელიც უკავშირდება ამ პროცესს, [პრეზიდენტის იმპიჩმენტის] მათ შორის ერთ-ერთი წარმომადგენლის პოზიცია. აბსოლუტურად უსუსურია იქ წარმოდგენილი მსჯელობა,“ –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის პოზიციის კომენტირებისას.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ დღეს სხდომაზე „ცოტა მეტს“ მოისმენენ.

„სერიოზულად ვერც განიხილავ იმ ე.წ. არგუმენტებს, რომელიც იქ არის წარმოდგენილი.

იმედია, დღეს ცოტა მეტს მოვისმენთ, მათ შორის მისგან [პრეზიდენტისგან].

წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მარტივად… კოპალეიშვილს აქვს ეს პოზიცია გახმოვანებული, რაც მე გამაცნეს.

შეიძლება, თამარ ჩუგოშვილსაც აქვს, მაგრამ კოპალეიშვილის მაჩვენეს.

აბსოლუტურად არასერიოზულია, რაზეც იქ არის საუბარი”, – განაცხადა კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის წარდგინების განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.

„ჩემი სრუ­ლი ნდო­ბა ჩემს ორ წარ­მო­მად­გე­ნელს“ – ვინ დაიცავს საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს

ჯერ კიდევ გაუგებარია, თვითონ დაესწრება თუ არა არსებით განხილვას.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას განიხილავს

სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

„ფორმულას“ინფორმაციით სხდომა, შესაძლოა მეორე დღესაც გაგრძელდეს, ამის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ 22 სექტემბერს განაცხადა.

„სავალდებულოსი რა გითხრათ, თუმცა, თუ პრეზიდენტი სხდომას დაესწრება, სასამართლოსთვის უკეთესია, უფრო კარგად რომ გამოიკვლიოს – მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე

პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

მიზეზად პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ  სალომე ზურაბიშვილმა პარტიის პოზიცია არ გაითვალისწინა, რითაც მან „უხეშად დაარღვია კონსტიტუცია“.

მამუკა მდინარაძე – რადგან სალომე ზურაბიშვილი ბელგიაში არ მიდის, მიდის პროცესზე, ასე გამოდის – „შემეშინდა“, რომ კონსტიტუციური დავის ფარგლებში ირაკლი კობახიძე არ დაჩაგროს

„სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება“ – კახა კალაძე

„სალომე ზურაბიშვილი ახლა პოლიტიკურ შოკოლადშია, თუ იმპიჩმენტი გამოუცხადეს მას ექნება უსამართლოდ დაზარალებულის მანტია“ – გია ხუხაშვილი

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

პოპულარულები