LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას განიხილავს

137
სალომე ზურაბიშვილი

დღეს, 12 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა სალომე ზურაბიშვილი განხილვას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავამ თქმით, „სასამართლო ფიქრობს, რომ პრეზიდენტის დასწრება არის სავალდებულო და კარგი, რადგან ეს მათ დაეხმარებათ დასკვნის ჩამოყალიბებაში“.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ.

„ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on Monday, 2 October 2023

 

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“).

№1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

№1797 კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართება 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 25 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო…

Posted by საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო/Constitutional Court of Georgia on Monday, 25 September 2023

 

 

mazda magti 5g