LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროცესზე პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორც დღეს არიან მისი წარმომადგენლები, ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, აბსურდის მტკიცება უწევთ“ – კობახიძე

156
Capture

„პროცესზე პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორც დღეს არიან მისი წარმომადგენლები, ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, აბსურდის მტკიცება უწევთ“, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამიტომ არ ჩავიდა ბათუმში.

„პრეზიდენტი ამ პროცესზე იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც არიან დღეს პრეზიდენტის წარმომადგენლები. ვხედავთ, რომ ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, უწევთ აბსურდის მტკიცება. ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა. შესაბამისად, შევდივარ ამ მდგომარეობაში. პრეზიდენტი თვითონ რომ ჩამოსულიყო, ბუნებრივია, თვითონ მოუწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, რაც მისთვის იყო მიუღებელი და სწორედ ამიტომ არ ჩამოვიდა ბათუმში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„სალომე ზურაბიშვილს ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც ივანიშვილის გეგმებს ეწინააღმდეგება“ – მიხეილ სააკაშვილი

„თქვენ, ირაკლი კობახიძე ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს, მე ვარ საკონსტიტუციო კომისიის მდივანი,  კონსტიტუციის თანაინიციატორი და მხარდამჭერი“ – თამარ ჩუგოშვილი 

„გამაცნეს კოპალეიშვილის პოზიცია, აბსოლუტურად უსუსური მსჯელობაა.. სერიოზულად ვერც განვიხილავ ამ ე.წ არგუმენტებს“ – ირაკლი კობახიძე  

დღეს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას განიხილავს

magti 5g