საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით ზურაბიშვილს ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გეგმებს ეწინააღმდეგება.
„ზოგადად წინააღმდეგი ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის, რადგან ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას იწვევს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, როგორც ადრე უკვე ვთქვი, არის ივანიშვილის თამაში და მცდელობა გადაიტანონ ყურადღება ოლიგარქის დიქტატურიდან, რადგან აღარ ვსაუბრობთ ფარცხალაძეზე, კორუფციაზე, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პრობლემებზე. სალომე ზურაბიშვილს ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც ივანიშვილის გეგმებს ეწინააღმდეგება”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას განიხილავს