ოტია იოსელიანის შვილიშვილის მეუღლე, ნუცა ცისკარიშვილი გვიზიარებს თავის პატარასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.
ნუცა ასევე ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მშობიარობის შემდეგ ლაქტაციის რთულ პერიოდს გადის, ამჟამად თავის ოჯახთან, დედასა და დებთან ერთად ცხოვრობს. საირმის ქუჩაზე მეუღლესა და შვილთან ერთად კი მალე გადავა. ბინა რემონტდებოდა და მალე დაამთავრეს, ვინაიდან ნუცას, როგორც ამბობს, სწრაფი მშობიარობა ჰქონდა, პატარა იოსელიანი კი ყოჩაღი ბიჭია…


