LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთინაშვილების დევნილი ოჯახი ახალ წელს ახალ სახლში შეხვდება

85
FORTUNA.GE- (4)

განსახლების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს, ახალი საცხოვრებელი ჯამში, 2200-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.

ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

ახალ სახლში ხვდება 2021 წელს ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ოთინაშვილების ოჯახიც.

ოჯახს დამდეგი ახალი წელი დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა მიულოცა:

“მინდა მივულოცო ოთინაშვილების ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი და მათივე შერჩეულ სახლში ბედნიერი ცხოვრება ვუსურვო.

სოფლად სახლის პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით მუშაობს, მხოლოდ 2020 წელს, საცხოვრებელი სახლი 1100-მდე დევნილი ოჯახისთვის შევიძინეთ.” – განაცხადა სიმონიშვილმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g