მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი დაპირიპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყების რესურსს ხედავს.
ექსპერტი თვლის, რომ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა დიალოგია. კახა გოგოლაშვილი მოლაპარაკებისთვის კონკრეტულ საკითხებს ასახელებს.
“დიალოგის საგანი შეიძლება იყოს პირველი: ხმების გადათვლა, რა თქმა უნდა ეს არ არის მთლიანად შესძლებლობა, რომ სრულად ლეგიტიმაცია მოხდეს არჩევნების, რადგან გაყალბება შეიძლება სხვა სახესაც ატარებდეს. მაგრამ თუ მიაღწევენ ამას, ეს რა თქმა უნდა პირველი ნაბიჯი იქნებოდა.
მეორე: შეიძლება ხელისუფლებამ ოპოზიციას პარლამენტში შესვლა შესთავაზოს გარკვეული პირობებით, მაგალითად მოხდეს კონტრაქტუალურად გაფორმდეს პარტიებს შორის შეთანხმება, რომ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ კონსენსუსის გარეშე. ეს რა თქმა უნდა გააფორმებს პარლამენტის მუშაობას შემდგომში, მაგრამ აქ გამოვა ხელისუფლების გადანაწილება ყველა აქტორს შორის.
მესამე: დათანხმდეს ოპოზიცია პარლამენტში შესვლას, დთქმით რომ ერთ წელიწადში გაიმართება ხელახალი არჩევნები. ეს არ ნიშნავს რომ არალეგიტიმურად ვცნობთ ამ არჩევნებს. თუ ამ საკითხებზე ვერ მოხდება მოლაპარაკება, რჩება.
მეოთხე: პირდაპირ შეთანხმება რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. აუცილებელი არ არის რომ აქ მმართველმა ძალამ ცნოს, რომ არჩევნები გააყალბა. უბრალოდ თქვას მე არ გამიყალბებია, მაგრამ რადგან თქვენ ეჭვი გეპარებათ და მე ბოლომდე ვერ ვამტკიცემ ჩემს სიმართლეს, კი ბატონო ჩავატაროდ ხელახალი არჩევნები.” – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა “რეალურ დროში.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი თვლის რომ შემდეგი არჩევნებისთვის, გაყალბების ან გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა.