LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სია გაფართოვდება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება – პრემიერი

114

„ეს სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება,“ – ამის შესახებ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

ბახტაძის თქმით, სიაში შეყვანილ ყველა ადამიანს ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულებებში.

„სიაში არის 33 ადამიანი და ყველა მათგანს ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულებებში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის სია, რომელიც აუცილებლად გაფართოვდება. სამართალდამცველი ორგანოები 24 საათი მუშაობენ ამ თემაზე. არა მარტო უშუალო შემსრულებლები, არამედ ამ სიაში მოხვდებიან ის ადამიანებიც, რომლებიც დამნაშავეებს ხელი დააფარეს. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ გადადგა ამ მიმართულებით. ეს სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება,“ – განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g