LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო აბესაძე: “საქართველოში უახლოეს 3-5 თვეში უძრავი ქონების ფასი მინიმუმ 50%-ით გაიზრდება”

576
BeFunky-collage

“საქართველოში უახლოეს 3-5 თვეში უძრავი ქონების ფასი მინიმუმ 50%-ით გაიზრდება,”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი ოთო აბესაძე წერს.

როგორც აბესაძე აღნიშნავს, გაზრდილი ფასების, ინფლაციის და მათი ზრდის ტენდენციის კორელაციით საშუალოდ 1 კვ. მეტრი უძრავი ქონების ფასი გადააჭარბებს 1300 დოლარს.

“? მაქსიმალურად გააზიარეთ მნიშვნელოვანია ‼️

? საქართველოში უძრავი ქონების ფასი მინიმუმ 50% – ით გაიზრდება უახლოეს 3-5 თვეში.

? დღეს თუ შესაძლებელია 1 კვ. მეტრი უძრავი ქონების (ბინა და ა.შ) შეძენა საშუალოდ 800 დოლარად, ეს თანხა სასაცილოდ მოგეჩვენებათ ‼️

? ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზები:

1️⃣ ერთი ტონა არმატურის ფასი გადასცდა 1100 დოლარს (პანდემიამდე ღირდა საშუალოდ 600-700 დოლარი) და ფასები კვლავ მოიმატებს 30% – ით.

2️⃣ არმატურის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა იყო უკრაინა სადაც წარმოება არის შეჩერებული.

3️⃣ 300% – ით გაიზარდა უძრავ ქონებაზე მოთხოვნა არარეზიდენტი პირებისგან (რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ა.შ)

4️⃣ 50% – ით გაიზარდა სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელთა ხელფასი.

5️⃣ 40% – ით გაიზარდა ბეტონის ფასი (დამზადება, ტრანსპორტირება)

6️⃣ 30% – ით გაიზარდა სამშენებლო მასალის ფასი (ბლოკი, აგური, ცემენტი და ა.შ)

7️⃣ 30% ით გაიზარდა სარემონტო მასალის ფასი.

8️⃣ ინფლაცია.

? გაზრდილი ფასების, ინფლაციის და მათი ზრდის ტენდენციის კორელაციით საშუალოდ 1 კვ. მეტრი უძრავი ქონების ფასი გადააჭარბებს 1300 დოლარს.

? საწვავის ფასის პრინციპით, ზამბარისებულად მოხდება უძრავი ქონების ფასის ზრდა.

✅ გულწრფელად გირჩევთ რაც შეიძლება მალე მოახდინეთ ინვესტირება მიმდინარე მშენებლობებზე (კომპანიების რეპუტაციის და ფინანსური მდგრადობის გათვალისწინებით) და დროულად შეიძინეთ უძრავი ქონება.

? სხვა შემთხვევაში უბრალოდ ძალიან ინანებთ ვინაიდან თბილისში 1 კვ. მეტრი ფართი საშუალოდ 800 დოლარი აღარასოდეს აღარ ეღირება,”- წერს ოთო აბესაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g